ვოლოდიმირ ზელენსკი - გავაგრძელებთ უკრაინის ფლოტის გაძლიერებას გაერთიანებულ სამეფოსა და ნიდერლანდებთან ერთად - ჩვენს თანამშრომლობაში არის იმედისმომცემი ახალი დეტალები

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი გაერთიანებულ სამეფოსა და ნიდერლანდებთან ერთად სამხედრო-საზღვაო ფლოტს გააძლიერებს.

„დღეს ოდესაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების დღეს, მადლიერებას გამოვხატავთ ჩვენი ყველა საზღვაო მეომრის მიმართ და ვერთვებით მოლაპარაკებებში, რათა უკრაინის თავდაცვის ძალებმა, მათ შორის ჩვენმა სამხედრო-საზღვაო ძალებმა, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები მიიღოს“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, ნიდერლანდების თავდაცვისა და საგარეო საქმეთა ახალ მინისტრებს, ასევე ბრიტანეთის თავდაცვის ახალ მინისტრს ოდესაში გამართულ შეხვედრაზე ბრძოლის ველზე არსებული ვითარება გააცნო.

„გავაგრძელებთ უკრაინის ფლოტის გაძლიერებას გაერთიანებულ სამეფოსა და ნიდერლანდებთან ერთად. ჩვენს თანამშრომლობაში არის იმედისმომცემი ახალი დეტალები. ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერება, რაც რჩება აბსოლუტურ პრიორიტეტად და მადლობელი ვარ შემდგომი ნაბიჯების გადადგმის სურვილისთვის, განსაკუთრებით F-16-ებთან დაკავშირებით“, - აცხადებს ზელენსკი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე