მამუკა მდინარაძე - დამისახელეთ ერთი ცრუ ბრალდება აშშ-ს წინააღმდეგ - არასდროს გვითქვამს, რომ ევროკავშირი ან აშშ ცუდია, მეორე ფრონტიც არასდროს დაგვიბრალებია აშშ-სთვის, არც გლობალური ომის პარტია გვიწოდებია - ერთი ფრაზა ამომიღეთ!

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, აშშ-ს მიერ „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის სწავლების გაურკვეველი დროით გადადება არის არასწორი გადაწყვეტილება.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როცა საქართველო დემოკრატიის ხარისხით, რეფორმების გატარების თვალსაზრისით და ა.შ. მოწინავე ქვეყნების რიგშია, ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება, „ეს არის გაუგებარი“.

„თქვენი ახალი ტრენდია, რომ პასუხისმგებლობის აღებას სთხოვთ იმ მხარეს, რომელსაც გადაწყვეტილება არ მიუღია. ჩემი აზრით, ეს არის არასწორი გადაწყვეტილება. არასწორ გადაწყვეტილებაზე, გადაწყვეტილების ობიექტი და მეორე მხარე პასუხისმგებლობას ვერასდროს აიღებს. რატომ? - ჩვენ ვსაუბრობთ ურთიერთობის გადატვირთვაზე, ნორმალიზებაზე, იმაზე, რომ ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა საქართველოს მოქალაქეებს, ის ფაქტობრივი სანქცია, უდიდეს უმრავლესობას, რომელიც ვიზის სირთულის სახით აქვს, უნდა მოუხსნას. მთავარი სტრატეგიული პარტნიორობა ამაში მდგომარეობს. გაცილებით ნაკლები კომუნიკაციის ქვეყნებს, დაწყებული 2000-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე მოყოლებული, უფრო მეტ ვიზას აძლევდნენ. რატომღაც საქართველოს მოქალაქეებისთვის, მოსახლეობისათვის ეს ვიზები ასე გახსნილი არასდროს ყოფილა. ჩვენ და ავღანეთი ვართ, ერთი და იგივე სტატისტიკური მონაცემებით ვიზის აღების თვალსაზრისით. თავისუფალი ვაჭრობა, ფრენები - აი, ამაზე ვსაუბრობთ და პასუხად ვიღებთ, რომ „იცით, რა თქვენ წვრთნები გაგიუქმეთ“.

ეს არის მინიმუმ გაუგებარი გადაწყვეტილება. იმ ფონზე, როცა საქართველო დემოკრატიის ხარისხით, რეფორმების გატარების თვალსაზრისით და ა.შ. მოწინავე ქვეყნების რიგშია, მაგალითად: ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს ყველას უსწრებს. როცა ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება, ეს არის გაუგებარი. ვფიქრობ, რომ რამდენიმე თვეში ასეთი და მსგავსი ყველა გადაწყვეტილება შეიცვლება და ეს კონკრეტულ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული.

დამისახელეთ ერთი ცრუ ბრალდება ან დეზინფორმაცია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აშშ-ს წინააღმდეგ გაახმოვანა? არასდროს „ქართული ოცნების“ არცერთ დეპუტატს, მთავრობის არცერთ წევრს, ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები ცუდია და რაიმე მსგავსი. ჩვენ მეორე ფრონტიც არასდროს დაგვიბრალებია ამერიკის შეერთებული შტატებისათვის. არც გლობალური ომის პარტია არასდროს გვიწოდებია აშშ-სთვის. ერთი ფრაზა ამომიღეთ, რომ გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს!", - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადაიდო. მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. უწყების განმარტებით, აშშ-ის გადაწყვეტილება დასანანია. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები არსებობს. „სწავლების გადადების მიუხედავად, ზემოთ ხსენებული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025“, - ნათქვამია განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა