„გალტ & თაგარტის“ წარმომადგენლებმა ენერგეტიკის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

4-5 ივლისს, თბილისში, GREDA-ს, Invest in Network-ისა და Expo Georgia-ს ორგანიზებით, მაღალი დონის საერთაშორისო ენერგეტიკული გამოფენა და ფორუმი გაიმართა. ფორუმის მთავარი თემა საქართველოს, როგორც განახლებადი ენერგიის დერეფნის გადამწყვეტი როლი იყო. ღონისძიებაში „გალტ & თაგარტის“ კაპიტალის ბაზრების და კვლევების დეპარტამენტის მიმართულების ხელმძღვანელები მოანათვლინებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, „გალტ & თაგარტის“ კაპიტალის ბაზრების მიმართულების უფროსის, ვანო კიკვილაშვილის გამოსვლა კაპიტალის ბაზრის მეშვეობით განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებას ეხებოდა.

პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა იმ კრიტერიუმებზე, რომელთა დაკმაყოფილება მწვანე დაფინანსების მოსაპოვებლად არის საჭირო. ასევე, სპიკერმა ქარის ელექტროსადგურების მშენებლობისა და სხვა განახლებადი ენერგიის გამომუშავების მიმართულებით ყველაზე რელევანტური დაფინანსების საკითხები განიხილა.

მათივე ინფორმაციით, ფორუმზე ჰიდროენერგეტიკის პოტენციალის მაქსიმიზაციის საკითხზე პანელური დისკუსია გაიმართა, რომელსაც გალტ & თაგარტის ენერგეტიკის სექტორის უფროსი, მარიამ ჩახვაშვილი უძღვებოდა. პანელზე ჰესების დეველოპერების, სახელმწიფო ელექტროსისტემის და Invest in Georgia-ს წარმომადგენლებმა ჰიდროპოტენციალის მაქსიმალური ათვისების საკითხზე, სექტორის გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ განახლებადი ენერგიის უხვი რესურსებისა და პოტენციალის გათვალისწინებით, ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, რომ რეგიონის ენერგეტიკული ლანდშაფტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს და ევროპის მასშტაბით, სუფთა ენერგიის ექსპორტიორად პოზიციონირდეს.

მათივე ცნობით, ფორუმში ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები, განახლებადი ენერგიის დეველოპერები, ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლები, სამთავრობო სექტორი, ფინანსური ორგანიზაციები მონაწილეობდნენ როგორც საქართველოდან, ისე მთელი მსოფლიოდან. ფორუმის პარალელურად გამოფენა გაიმართა, სადაც საერთაშორისო ბრენდებმა დამსწრეებს სექტორის უახლესი მიღწევები და ინოვაციები წარუდგინეს.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა