მაიკლ კარპენტერი - ვიმედოვნებთ, მთავრობის სტრატეგიულ კურსში ცვლილებას დავინახავთ - ახლა ჩვენი ყველა პროგრამა საქართველოსთან გადახედვის პროცესშია

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ კურსში ცვლილებას დავინახავთ, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა.

„გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას, როდესაც ვხედავთ მიღებულ კანონებს, რომლებიც საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის სივრცეს ზღუდავს, ეს არ შეესაბამება ღირებულებებს, რომლებიც ნატო-ს ალიანსს საფუძვლად უდევს და გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ თავსებადია ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან, მათ შორის ევროკავშირთან“, - აცხადებს მაიკლ კარპენტერი.

მისივე თქმით, „ნათელია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არასწორი მიმართულებით წავიდა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის კუთხით“.

„ჩვენ დიდი ხანია რაც საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მხარს ვუჭერთ, ჩვენ საქართველოს მხარდასაჭერად ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 60-ზე მეტ რაუნდში მივიღეთ მონაწილეობა. ამიტომ, სხვა მიმართულებით ამ გადაადგილებას, გულწრფელად რომ ვთქვათ, გარკვეული შეშფოთებითა და მწუხარებით ვუყურებთ. ასე რომ, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ კურსში ცვლილებას დავინახავთ“, - აღნიშნავს მაიკლ კარპენტერი, რომლის განცხადებასაც ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ X-ზე აქვეყნებს.

მისივე თქმით, "ჩვენი [ამერიკის] ყველა პროგრამა საქართველოსთან გადახედვის პროცესშია”.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა