შალვა პაპუაშვილი ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამორჩეული მსახიობისა და სახალხო არტისტის ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ქეთევან კიკნაძემ არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა ქართულ თეატრსა და კინოში, რომელიც თაობებმა შეიყვარეს.

„მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული მსახიობისა და სახალხო არტისტის ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო.

ქალბატონმა ქეთევანმა არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა ქართულ თეატრსა და კინოში, რომელიც თაობებმა შეიყვარეს.

ვუსამძიმრებ ქალბატონი ქეთევან კიკნაძის ოჯახს, მის ახლობლებს და კოლეგებს”, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია