მეთიუ მილერი - რუსეთის ბრალდებები სრული სიცრუე და აბსურდია - საკმაოდ ირონიულია, რომ ამ ბრალდებებს აკეთებს ქვეყანა, რომელსაც ახლა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული

რუსეთის ბრალდებები სრული სიცრუე და აბსურდია, საკმაოდ ირონიულია, რომ ამ ბრალდებებს აკეთებს ქვეყანა, რომელსაც ახლა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

მილერი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, თითქოს აშშ საქართველოში რეჟიმის ცვლილებას გეგმავს და თითქოს ბაიდენის ადმინისტრაციამ ფართო მასშტაბის საინფორმაციო კამპანია მოამზადა მმართველი “ქართული ოცნების” პარტიის დისკრედიტაციისთვის.

“საკმაოდ ნათელია, რომ ეს სრული სიცრუეა. რუსეთი პირველად არ აკეთებს მსგავს ბრალდებებს აშშ-ის ჩართულობასთან დაკავშირებით საქართველოში და მსოფლიოს მასშტაბით სხვა ქვეყნებში, რაც სრული სიცრუე და აბსურდი იყო. აღვნიშნავ იმ ირონიას, რომ ქვეყანა - რუსეთი - რომელიც არალეგალურად ახდენს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ასეთ ბრალდებებს აკეთებს სხვა ქვეყანასთან დაკავშირებით”, - განაცხადა მილერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ