ცესკოს ხელმძღვანელი პირები პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელი პირები პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები და ამ ჭრილში არსებული საკანონმდებლო ჩარჩო. მხარეს დეტალურად განემარტა 2020 წლის ზაფხულში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და მისი აღსრულების საკითხები, მათ შორის საუბარი შეეხო ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ცალსახად გაესვა ხაზი, რომ ცესკო არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აღასრულებს კანონს და არა ქმნის მას. ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

3 ივლისს, ცესკოში გამართულ შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, ხოლო პატრიოტთა ალიანსის მხრიდან პარტიის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი, გრიგოლ ჯოჯუა, გოჩა თევდორაძე და გიორგი ქარდავა ესწრებოდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე