შესაძლებლობა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებისთვის, მიიღონ სწავლის 100%-იანი ან ნაწილობრივი  დაფინანსება “საქართველოს ბანკისგან”

“საქართველოს ბანკმა” სტიპენდიების პროგრამა დაიწყო, პროექტი მიზნად ისახავს, განათლება რაც შეიძლება უფრო მეტი ახალგაზრდისთვის გახადოს ხელმისაწვდომი.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, ინიციატივის ფარგლებში, ბანკი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებსა და აბიტურიენტებს, მიიღონ სწავლის 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება პარტნიორ უნივერსიტეტებში. მათ შორის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.

მათივე ცნობით, “საქართველოს ბანკის” სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა მოტივირებულ, ნიჭიერ სტუდენტებს შეუძლიათ. ამისათვის, ისინი უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, ჰქონდეთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და მაღალი აკადემიური მოსწრება. სტიპენდიატების გამოსავლენად კი კრიტერიუმებს უნივერსიტეტები თავად ადგენენ. ამასთან, სწავლის დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ აბიტურიენტებსაც.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში "საქართველოს ბანკის" სტიპენდიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სასწავლებლის ოფიციალურ ვებგვერდზე.

„"საქართველოს ბანკში" ჩვენი პრიორიტეტი განათლებაა. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ 40-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ და 120 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, აბიტურიენტისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ვქმნით ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობებს. ჩვენს პორტფოლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა კი სწორედ "საქართველოს ბანკის" სტიპენდიების პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც უკვე ვთანამშრომლობთ 20-მდე უნივერსიტეტთან და გამოვავლინეთ კიდეც 160-ზე მეტი სტიპენდიატი. პარტნიორებისა და გამარჯვებულების რიცხვი მუდმივად იზრდება. ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში კიდევ უფრო მეტი სტუდენტისთვის გავხდით განათლებას ხელმისაწვდომს და მივცემთ მათ მოტივაციას, არ გაჩერდნენ“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, სასტიპენდიო პროგრამა გრძელდება. პარტნიორი უნივერსიტეტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. "საქართველოს ბანკის" მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტების გასაცნობად კი გადადით ბმულზე:

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ