რადოსლავ სიკორსკი - პოლონეთი უკრაინისკენ მიმავალი რუსული რაკეტების ჩამოგდებას განიხილავს

პოლონეთი განიხილავს უკრაინის წინადადებას რუსული რაკეტების შეჩერების შესახებ, რომლებიც უკრაინის ქალაქებზე დასარტყმელად მიემართებიან ან პოლონეთის ტერიტორიაზე შედიან, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ პარასკევს ნატო-ს სამიტის ფარგლებში American Enterprise Institute-ში სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი დილემა შემდეგია: თუ მათ ჩამოვაგდებთ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვლენ, ნამსხვრევები საფრთხეს შეუქმნის ჩვენს მოქალაქეებს და საკუთრებას. უკრაინელები კი გვეუბნებიან: "გთხოვთ, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, გააკეთეთ ეს ჩვენს საჰაერო სივრცეში, როდესაც პოლონეთის ტერიტორიაზე მათი შესვლის გარდაუვალი საფრთხე იქნება“. ჩემი აზრით, ეს არის თავდაცვა, მაგრამ იდეას ვიკვლევთ“, - აღნიშნა სიკორსკიმ.

მისი განმარტებით, პოლონეთის მიერ რუსული რაკეტების ჩამოგდების იდეა უკრაინასა და პოლონეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაფორმებულ ორმხრივ შეთანხმებაშიცაა განხილული.

„ამ ეტაპზე ეს არის იდეა. რაც ჩვენს შეთანხმებაში წერია, არის ის, რომ ჩვენ გამოვიკვლევთ ამ იდეას“, - თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა პოლონურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად მოხდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე