შალვა პაპუაშვილი სპორტსმენებს - პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისას, გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის სახელს, ერთიანობასა და შეუპოვარ სულს წარმოაჩენთ - გისურვებთ, საუკეთესო შედეგების მიღწევას და სამშობლოში ამაყად დაბრუნებას

ჩემთვის დიდი პატივია, თქვენთან ერთად ვიყო ამ ცერემონიის თანამონაწილე, როდესაც ჩვენთან ერთად არიან ჩვენი სპორტის ლეგენდები, მოქმედი ჩემპიონები და დარწმუნებული ვარ, მომავალი ჩემპიონები , - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა ფიცის დადების და გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის თავმჯდომარემ სპორტსმენებს საუკეთესო შედეგების მიღწევა და სამშობლოში ამაყად დაბრუნება უსურვა.

„ათლეტებისთვის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა უდიდესი მიღწევაა. ყველამ ვიცით, რომ გზა ოლიმპიურ თამაშებამდე რთული და გამოწვევებით სავსეა. ამიტომ, დღეს, თქვენი აქ ყოფნა, უკვე არის დასტური თქვენი სპორტული სულის, მიზანდასახულობის და გამარჯვების მომენტის სამიზნედ არდაკარგვის დასტურის სახით.

ძვირფასო ოლიმპიელებო, ჩვენი ქვეყნის სიამაყე ხართ. თქვენი შემართება, შრომისმოყვარეობა და მტკიცე სული ოლიმპიური თამაშების სპორტული ოსტატობისა და ერთიანობის ღირებულებების გამოხატულებაა.

თქვენ საქართველოს მსოფლიო დონეზე წარადგენთ და ამ რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე, თან მიგაქვთ ჩვენი ქვეყნის ოცნებები და იმედი. თქვენ არა მხოლოდ მედლების მოპოვებისთვის იბრძვით, არამედ, ასევე, ჩვენი ემოციური დამუხტვისთვის და სიხარულის ყიჟინისთვის.

პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისას, გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის სახელს, ერთიანობასა და შეუპოვარ სულს წარმოაჩენთ და იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო, მთელი ქვეყანა თქვენ გვერდით დგას და გგულშემატკივრობთ.

დარწმუნებულები ვართ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე დიდი მონდომებით, ძლიერი სპორტული ჟინით იბრძოლებთ და ჩვენს ქვეყანას ღირსეულად წარმოაჩენთ.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი ათლეტების მწვრთნელებს, ოჯახის წევრებს, მხარდამჭერებს, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ თქვენი წარმატების გზაზე.

გისურვებთ საუკეთესო შედეგების მიღწევას და სამშობლოში ამაყად დაბრუნებას, ისე, რომ თქვენი დღევანდელი გამარჯვებები მომავალი თაობების შთაგონებად იქცეს”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე