პრეზიდენტი ოლიმპიადის მონაწილეებს - ჩვენთვის სპორტი გახდა ეგზისტენციალური, ერთობის ერთ-ერთი სახეობა - დარწმუნებული ვარ, იქნება მედლების ცვენა, გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას

დარწმუნებული ვარ, იქნება მედლების ცვენა. გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა ფიცის დადების და გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, სპორტი ქართველებისთვის ერთობის ერთ-ერთი სახეობა გახდა და ამიტომ ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს.

„მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ქალაქის მერს, ქალბატონ ელჩს, მოგესალმებით თქვენ, ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებო, ვინც დღეს მიდიხართ საფრანგეთში იმისათვის, რომ საქართველო წარმოადგინოთ და საქართველოსთვის მოიპოვოთ რაც შეიძლება ბევრი მედალი. აღინიშნა, რომ ჩვენ, რაც ვმონაწილეობთ როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ოლიმპიურ თამაშებზე, მივიღეთ 40 მედალი. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ბევრი ქვეყნის შედეგი, რომელიც მონაწილეობს საუკუნეზე მეტი. ასე რომ, მე ვარ სრულიად დარწმუნებული თქვენს შემართებაში და შემდგომ თქვენს გამარჯვებაში. თქვენ არა მხოლოდ არაჩვეულებრივი დონის სპორტსმენები ბრძანდებით, ასევე ხართ ამ ქვეყნის ახალგაზრდებისთვის ის მაგალითი, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება, ეს არის მნიშვნელოვანი. მაგალითი ხართ შემართების, თავდადების, პროფესიონალიზმის, მაგალითი, რომ არასოდეს უნდა გაჩერდე, როცა გინდა, უფრო მაღალ ეტაპზე ახვიდე. მაგალითი - ქვეყნისთვის და შენი გამარჯვებისთვის, პირადიც არ უნდა დავივიწყოთ, ეს ორივე ერთად მოდის.

თქვენ მზად ხართ ძალიან ბევრისთვის და მე დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ დღეს არის ეგზისტენციალური და ეს თამაშებიც არის ეგზისტენციალური. ჩვენთვის სპორტი გახდა ეგზისტენციალური, გახდა ერთობის ერთ-ერთი სახეობა. ჩვენი ერთად დგომის, ერთად ყოფნის და ერთად გახარების, რაც ძალიან გვჭირდება. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ [წარმატებით] დაგვიბრუნდებით და ესეც იქნება ერთი დიდი გახარების მომენტი. მინდა, მოგიწვიოთ პრეზიდენტის სასახლეში, როცა ჩამოხვალთ. თქვენ ჩამოხვალთ ძალიან ბევრი მედლით. მართალია, ამ წელს რაოდენობით ნაკლები ხართ, როგორც გუნდი, მაგრამ ხარისხით, მე დარწმუნებული ვარ, იქნება მედლების ცვენა. გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას და ჩვენთან დაბრუნებას ამ ძალიან დიდი წარმატებით. ჩვენ რომ გაგვახაროთ, თქვენც რომ გაიხაროთ. ძალიან დიდი მადლობა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პარიზში ოლიმპიური ცეცხლი 26 ივლისს აინთება. საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, უკვე მერვედ მონაწილეობს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში.

წლევანდელ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, სპორტის 10 სახეობაში, პირად შეჯიბრებაში საქართველოდან მონაწილეობას მიიღებს 28 სპორტსმენი, მათ შორის 7 ქალი. გარდა ამისა, ოლიმპიადის შერეულ გუნდურ ტურნირში იასპარეზებენ ძიუდოისტები. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში შედიან ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის არაერთი ჩემპიონი, ასევე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნები.

1996 წლის ატლანტის ოლიმპიადიდან დღემდე, საქართველომ ოლიმპიურ თამაშებზე 10 ოქროს, 12 ვერცხლის და 18 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მედლების რაოდენობით ყველაზე წარმატებული იყო 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადა, როცა საქართველომ 8 მედალი ( 2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო მოიპოვა).

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე