საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა

ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლამ საქართველოს უნივერსიტეტში ფუნქციონირება 2005 წლიდან დაიწყო, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმაღლესმა სკოლამ, რომელიც დღეს, გარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებისა: საექთნო საქმის, სტომატოლოგიის, მედიცინის, ფარმაციისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის აკადემიური სწავლებების პროგრამებს ახორციელებს, უმაღლესი განათლების შესაბამის საბაკლავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე.

სკოლის ფორმირებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო დონის ჯანმრთელობის დაცვის ექსპერტებმა და მეცნიერებმა. სასწავლო პროგრამები შემუშავებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, აშშ-ს სკრენტონის, ცენტრალური ფლორიდის, ნორთ-ვესტის, ნორვეგიის ჩრდილოეთ არქტიკის/ტრომსოს და სხვა უნივერსიტეტებთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ინფრასტრუქტურით, სწავლების ინოვაციური მეთოდებით, ადამიანური რესურსებით, სამეცნიერო კვლვებზე პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ორიენტაციით სკოლას ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს არამარტო საქართველოში, არამედ რეგიონში. აღსანიშნავია, რომ იგი ინტეგრირებულია საერთაშორისო პროფესიულ ასოციაციებში (AUPHA, EUPHA, AMEE, AMSE, ADEE, FINE, ISOP, ESPC), საერთაშორისო პროგრამებსა და სამეცნიერო ინსტიტუციებში (ERASMUS და სხვა).

როგორც საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის დირექტორი ქალბატონი თამარ ლობჯანიძე ამბობს, ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა გამოირჩჩევა თეორიული და პრაქტიკული განათლების სრულყოფილი კომბინაციით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს გამორჩეული ინოვაციური სწავლების მეთოდები, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს დასაქმდნენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლა სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს აქტიურად სთავაზობს სხვადასხვა მოსამზადებელ კურსებს, ერთ-ერთი გამორჩეული კურსი იყო DRG ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების ახალი მოდელის შესწავლა, რომელიც მოიცავდა ყველა საჭირო იურიდიულ და ბიუროკრატიულ ინფორმაციას. ჯანდაცვის ადმინისტრირება ეხება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებს.

როდესაც ვსაუბრობთ თანამედროვე ინფრასტრუქტურაზე აუცილებელია აღინიშნოს სიმულაციური აფთიაქი, სიმულაციური ჰოსპიტალი, UG რეავიტა დენტი, ფიზიკური მედიცინის დ რეაბილიტაციის კლინიკა, - ეს იმ სივრცეების არასრული ჩამონათვალია, სადაც ქართველი და უცხოელი სტუდენტები შესაბამისი მიმართულებისა და საფეხურის მიხედვით პრაქტიკულ განათლებას იღებენ.

(R)

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს