მედია - უკრაინელმა დამცველებმა უროჟაინოდან უკან დაიხიეს

უკრაინელმა დამცველებმა დონეცკის ოლქის უროჟაინოს დასახლებიდან უკან დაიხიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ-სტრატეგიულ ჯგუფ “ხორტიცას“ წარმომადგენელზე, ნაზარ ვოლოშინზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, რუსულმა ძალებმა მთლიანად გაანადგურეს დასახლება და უკრაინელი სამხედროების პოზიციები. რის გამოც, პირადი შემადგენლობის გადარჩენის მიზნით, სარდლობამ უკან დახევის გადაწყვეტილება მიიღო.

„იმის გამო, რომ მტერმა უროჟაინოში თითქმის ყველაფერი გაანადგურა, თავდაცვის ძალებმა სხვა პოზიციებზე დაიხიეს. გადაწყვეტილების მიღება მოხდა ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. მტრის დაბომბვის შედეგად თავად დასახლებაც თითქმის მთლიანად განადგურდა. განადგურდა უკრაინელი დამცველების პოზიციებიც და პირადი შემადგენლობის იქ დარჩენა საფრთხეს უქმნიდა ჩვენი სამხედროების სიცოცხლეს“, - აღნიშნა ნაზარ ვოლოშინმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა