სანდრო რაქვიაშვილი - გასაგებია, რომ ევროპაში, ზოგადად, ცუდი დამოკიდებულებაა „ქართული ოცნების“ მიმართ - თუ მოსახლეობამ პროევროპული, სწორი არჩევანი გააკეთა, ყველა განცხადება ისტორიას ჩაბარდება

არ მგონია, რაიმე პრინციპულად შეიცვალოს ამ განცხადების გამო - არჩევნების შემდეგ, თუ მოსახლეობამ პროევროპული, სწორი არჩევანი გააკეთა, ყველა ეს განცხადება ისტორიას ჩაბარდება. საგარეო კურსი შეიცვლება და საფრთხე არ იქნება,- ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან ლატვიის პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა იმდენად რთული ტექნიკური პროცედურაა და არ გონია, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდეს.

„არ მგონია, რაიმე პრინციპულად შეიცვალოს ამ განცხადების გამო. გასაგებია, რომ ევროპაში, ზოგადად, ცუდი დამოკიდებულებაა „ქართული ოცნების“ მიმართ. არჩევნების შემდეგ, თუ მოსახლეობამ პროევროპული, სწორი არჩევანი გააკეთა, ყველა ეს განცხადება ისტორიას ჩაბარდება. საგარეო კურსი შეიცვლება და საფრთხე არ იქნება. კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა იმდენად რთული ტექნიკური პროცედურაა, რომ არ მგონია, ეს „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდეს. თურქეთს გაწევრიანების არანაირი მოლაპარაკებები არ აქვს დაწყებული და 20 წელია რაც კანდიდატის სტატუსი აქვს. უამრავი რამ მოხდა სასამართლოს, დემოკრატიის შემთხვევაში, რომელიც შანსს არ აძლევს თურქეთს გახდეს ევროკავშირის წევრი“,- აღნიშნა რაქვიაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ