ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის უწყვეტი ქმედებების გათვალისწინებით, მის წინააღმდეგ დაწესებული შემაკავებელი ზომები 6 თვით, 2025 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა, - ამის შესახებ საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.

საბჭოს ინფორმაციით, შემაკავებელი ზომები მოიცავს სექტორული ღონისძიებების ფართო სპექტრს, მათ შორის, შეზღუდვებს ვაჭრობაზე, ფინანსებზე, ტექნოლოგიებისა და ორმაგი დანიშნულების საქონელზე, ტრანსპორტზე და ფუფუნების საქონელზე.

„ისინი ასევე მოიცავს: რუსეთიდან ევროკავშირში საზღვაო გადაზიდვის ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების იმპორტის ან ტრანსფერის აკრძალვას, რამდენიმე რუსული ბანკის SWIFT-დან გათიშვას და კრემლის მიერ მხარდაჭერილი რამდენიმე დეზინფორმაციული მედია საშუალების სამაუწყებლო საქმიანობისა და ლიცენზიების შეჩერებას ევროკავშირში. გარდა ამისა, კონკრეტული ღონისძიებები საშუალებას აძლევს ევროკავშირს სანქციების გვერდის ავლას დაუპირისპირდეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში

აღნიშნული სანქციები, რომლებიც პირველად 2014 წელს დაწესდა, 2022 წლის თებერვლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაფართოვდა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკანონო სამხედრო აგრესიის საპასუხოდ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა