კრასნოდარის ოლქის „კავკაზის“ პორტში დრონებით თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

კრასნოდარის ოლქის „კავკაზის“ პორტში დრონებით თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, - ამის შესახებ ინფორმაციას კრასნოდარის ოლქის გუბერნატორი, ვენიამინ კონდრატიევი ავრცელებს.

„კიევის რეჟიმმა კრასნოდარის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმა კვლავ სცადა. დღეს დილით, „კავკაზის“ პორტში საბორნე გემს თავს დრონები დაესხნენ. სამწუხაროდ, ეკიპაჟის წევრებსა და პორტის თანამშრომლებს შორის დაშავებულები და გარდაცვლილები არიან“, - განაცხადა გუბერნატორმა.

ოპერატიული სამსახურების ცნობით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს