გიორგი ჩაკვეტაძე ტერორიზმის მომზადებისა და ამბოხის საქმეზე მიმდინარე  გამოძიებაზე - მივმართავ რადიკალურ ჯგუფებს, რაიმე არ გაბედოთ, თორემ ქართული საზოგადოების რისხვას მიიღებთ!

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ტერორიზმის მომზადებისა და ამბოხის საქმეზე სუს-ში მიმდინარე გამოძიების ეხმიანება.

ჩაკვეტაძის მტკიცებით, „სავარაუდო ფიგურანტები ერთი კვირა მალავდნენ, რომ საქმე ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლებით მიმდინარეობდა“.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ საგამოძიებო უწყება გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს და საზოგადოებისთვის ეს შეთქმულება ნათელი გახდება.

„მივმართავ რადიკალურ ჯგუფებს, რაიმე არ გაბედოთ, თორემ ქართული საზოგადოების რისხვას მიიღებთ! სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლებით გამოძიებას აწარმოებს. მიმდინარეობს გამოკითხვები.

სავარაუდო ფიგურანტები, ჟურნალისტებთან კომენტარებში ერთი კვირა მალავდნენ, რომ საქმე ამ მუხლებით მიმდინარეობდა. გუშინ კი, ან წამოსცდათ, ან აღიარეს, რომ საქმე ეხება ტერორისტული აქტის მომზადებას „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და პარტიის საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

აქ ჩნდება მთავარი კითხვა: რატომ მალავდნენ გამოკითხული პირები, მათი ადვოკატები და ოპოზიციური მედია ამ გარემოებას? ის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა, ეს ფაქტია. ყველაფერზე რომ არიან წამსვლელი, არც ამაში გვეპარება ეჭვი.

დარწმუნებული ვარ, საგამოძიებო უწყება გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს და საზოგადოებისთვის ეს შეთქმულება ნათელი გახდება!“ - აღნიშნავს გიორგი ჩაკვეტაძე, რომლის კომენტარსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა