პრემიერი - კეზერაშვილს მიღებული აქვს ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის გარანტიები, ამის სანაცვლოდ ევალება რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება - ვისაც ჩვენ ვუწოდებთ „გლობალური ომის პარტიას“, მათგან აქვს ეს დავალება მიღებული

კეზერაშვილს მიღებული აქვს ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის გარანტიები, ამის სანაცვლოდ მას ევალება საქართველოში რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება - ვისაც ჩვენ ვუწოდებთ „გლობალური ომის პარტიას“, მათგან აქვს ეს დავალება მიღებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის საკმაოდ შემაშფოთებელი მოვლენა, თუმცა მასაც არ აქვს დიდი რესურსი, რომ რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე.

„კეზერაშვილის მეშვეობით დიდი ხანია ფინანსდება პოლიტიკური პროცესების ოპოზიციური ნაწილი საქართველოში, მათ შორის, საარჩევნო პროცესები. ეს არ არის ახალი მოვლენა. მას აქვს მიღებული თავისუფალი მიმოსვლის გარანტიები, იმის სანაცვლოდ რომ უნდა დახარჯოს ფული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ საქართველოში, რაც არის ასევე საკმაოდ შემაშფოთებელი მოვლენა, თუმცა მასაც არ აქვს დიდი რესურსი რომ რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს საარჩევნო შედეგებზე. ვისაც ჩვენ ვუწოდებთ „გლობალური ომის პარტიას“, მათგან აქვს ეს დავალება მიღებული. ისინი აძლევენ თავისუფალი მიმოსვლის საშუალებას ევროპაში კეზერაშვილს, რომელიც დღემდე ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. მანამდე ძარცვავდა ქართულ ჯარს, ქართველ ბიზნესმენებს, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს და ამ პირობებშიც კი, მას აქვს უზრუნველყოფილი თავისუფალი მიმოსვლა ევროპაში. ამის სანაცვლოდ, მას ევალება საქართველოში რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება. მას აქვს ასეთ დავალება, თუმცა ვერც ეს გეგმა ვერ იქნება წარმატებული, გამომდინარე იქიდან, რომ ყველამ იცის ვინ არის კეზერაშვილი, ყველამ იცის ვინა არიან რადიკალი ოპოზიციონერები, აქედან გამომდინარე, მათ დარჩებათ ის რეიტინგი მაქსიმუმ, რაც აქვთ დღეს, თუმცა ეს რეიტინგი მაქსიმალურად უნდა შემცირდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე