ალუდა ღუდუშაური - ზურაბიშვილს რა მხარდაჭერა აქვს, მაგას განახებთ არჩევნებზე, ბიძინა ივანიშვილთან მისი დატოლება მათ კომიკურ სიტუაციაში აგდებთ - ოგბუნუჯუსთან დატოლდნენ და დარწმუნებული ვარ, ოგბუნუჯუ დაამარცხებს ზურაბიშვილს

სალომე ზურაბიშვილს რა მხარდაჭერა აქვს მაგას განახებთ, არჩევნებზე როდესაც დააყენებენ. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილთან დატოლება თუ საპირწონედ თითქოსდა წარმოჩინება, ტოლობის ნიშნის დასმა არის არარელევანტური და კომიკურ სიტუაციაში აგდებს მას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ღუდუშაურის თქმით, სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში ნებისმიერი ოპონენტი დაამარცხებს.

სალომე ზურაბიშვილს თუ აქვს სურვილი, რომ პრეზიდენტის პოსტზე იყაროს კენჭი გაერთიანებული ოპოზიციიდან თუ არ აქვს მნიშვნელობა საიდან, ნებისმიერი წარმომადგენელი დაამარცხებს. მე გეტყვით, რომ როგორც ვაშაძე დაამარცხა ოგბუნუჯუმ, ხომ გახსოვთ, აი, ისე ოგბუნუჯუსთან დატოლდნენ და დარწმუნებული ვარ, ოგბუნუჯუ დაამარცხებს სალომე ზურაბიშვილს“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს