„საქართველოს ბანკი“ კვების ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის Ads მენეჯერზე შეხვედრას გამართავს

“საქართველოს ბანკი” აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ტექნოლოგიური პლატფორმების განვითარებას და საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 29 ივლისს, კვების ობიექტების, კაფეებისა თუ რესტორნების წარმომადგენლებისთვის შეხვედრას გამართავს.

აღნიშნული ღონისძიება „საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერის შესახებ ორგანიზებული შეხვედრების სერიის ნაწილია. პირველი ღონისძიება ახლახან სტუმარმასპინძლობის სექტორში დასაქმებულებისთვის შედგა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებას „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკოსისტემების სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი გაუძღვება.

„ღონისძიებას „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკოსისტემების სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი გაუძღვება და იგი შემდეგ საკითხებზე ისაუბრებს:

Ads მენეჯერის შესაძლებლობები; როგორ შექმნათ ფასდაკლების, „ეშბექის“ ან, თუნდაც, PLUS ქულის შეთავაზება; რომელია თქვენი ბიზნესისთვის ყველაზე რელევანტური სეგმენტი.

გარდა ამისა, შეხვედრის დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეთავაზებები ადგილზევე შექმნან.

ინფორმაციისთვის, Ads მენეჯერი რეგიონში უნიკალური ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი შეთავაზება განათავსოს ისეთ არხებში, რომლებსაც 1 500 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ყოველდღიურად იყენებს. ესენია „საქართველოს ბანკის“ მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge.

პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია „ქეშბექის“, ფასდაკლების ან ქულების შეთავაზებების შექმნა „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის, ასევე ანალიტიკურ მონაცემებზე დაკვირვება და ბიზნესის პროგრესის შეფასება. პლატფორმა მომხმარებელს შეთავაზების მიზნის, ტიპის, პირობებისა და შეზღუდვების არჩევის, ასევე გაშვებიდან - რეპორტინგამდე სრული პროცესის ციფრულად მართვის შესაძლებლობას აძლევს.

შეხვედრა თბილისში, ილია ჭავჭავაძის 29 ნომერში, SOLO „ლაუნჯში“, გაიმართება.

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე