გურამ მაჭარაშვილი - ორკესტრირებული შეტევა გამჭვირვალობის წინააღმდეგ ადასტურებს, რომ არ სურთ გამოჩნდეს, როგორ იხარჯება შავი ფული პოლიტიკაში - რატომ ეწინააღმდეგები გამჭვირვალობას, თუკი სიკეთის დაფინანსება გსურს?!

არასამთავრობო სექტორის, რადიკალური ოპოზიციის და სალომე ზურაბიშვილის ორკესტრირებული შეტევა გამჭვირვალობის წინააღმდეგ მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ არ სურთ გამოჩნდეს, თუ როგორ იხარჯება შავი ფული პოლიტიკაში - რატომ ეწინააღმდეგები გამჭვირვალობას, თუკი სიკეთის დაფინანსება გსურს?! - ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, მათ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი მხოლოდ იმას ცხადყოფს, რომ წარმოადგენენ არა ქართული საზოგადოების, არამედ უცხოური ძალების ინტერესებს საქართველოში.

"გაუმჭვირვალე არასამთავრობო სექტორი საკუთარ გაუმჭვირვალობაზე რაც მეტს იხმაურებს, მათი გაუმჭვირვალობა მით უფრო გამჭვირვალე გახდება!

ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ნიშნავს სწორედ იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით - არასამთავრობო სექტორს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება არა აქვს, სამაგიეროდ ანგარიშვალდებულება დონორების ანუ პატრონების წინაშე გააჩნიათ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით დადასტურდა. გაუმჭვირვალე არასამთავრობო სექტორს ეტკინა ის, რომ კანონით ფინანსური გამჭვირვალობის ვალდებულება ეკისრებათ.

ისინი გამჭვირვალე არიან და ღია მინებით დადიან მხოლოდ მათი პატრონების წინაშე, მაგრამ ქართველმა ხალხმა მათ შესახებ არაფერი იცის", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს კიდევ ერთი სარჩელი შევიდა. სარჩელს პარლამენტის 38 ოპოზიციონერი წევრი აწერს ხელს.

აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით ასევე პრეზიდენტმა, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა მიმართეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები