უნგრეთმა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის პირობები გაამარტივა

უნგრეთმა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის პირობები გაამარტივა, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა RND-ი ავრცელებს.

გერმანული გამოცემა წერს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, ბუდაპეშტმა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები ე.წ. „ეროვნული ბარათების“ პროგრამაში ჩართო, რომელიც ორი წლის ვადით გაიცემა და უნგრეთში მუშაობის მსურველთათვის ვადის გახანგრძლივებასაც ითვალისწინებს.

„რამდენიმე დღეა, რუსები ყოველგვარი უსაფრთხოების შემოწმების გარეშე უნგრეთის გავლით ევროკავშირში შესვლასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილებას ახერხებენ. ახლა დიდ შფოთვას იწვევს ის, რომ ევროკავშირში შეიძლება რუსი ჯაშუშებიც მოხვდნენ ან კრემლმა ევროკავშირში ტერაქტების განსახორციელებლად რუსები მიზანმიმართულად გაგზავნოს“, - წერს გამოცემა.

გამოცემა უნგრეთის ქმედებას პროვოკაციულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ იგი ევროკავშირში უკმაყოფილებას იწვევს, რადგან უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი