მიხეილ სარჯველაძე - დადასტურდა, რომ რაც ამ ხნის განმავლობაში მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას მიაწოდა, მტკნარი ტყუილი აღმოჩნდა - მას სხვა გათვლები და იმედები ჰქონდა

აბსოლუტურად მიუკერძოებლად და უმაღლესი სტანდარტის მიხედვით დადასტურდა, რომ ის რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას მიაწოდა, მტკნარი ტყუილი აღმოჩნდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის შეფასებით, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძისთვის სამწუხაროა.

"მას სხვა გათვლები და იმედები ჰქონდა - შეეცდებოდა რაღაც ფორმით შეექმნა ილუზია იმასთან დაკავშირებით, თითქოს და, ამ ან ნებისმიერ სხვა საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფოსთან ის არის მართალი.

აბსოლუტურად მიუკერძოებლად და უმაღლესი სტანდარტების მიხედვით დადასტურდა, რომ ის რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას მიაწოდა, მტკნარი ტყუილი აღმოჩნდა.

გამომდინარე აქედან დასკვნების გაკეთებისთვის საკმარისი მიზეზი არსებობს, რომ არ არის სანდო სიტყვები, რასაც ჩვენს საზოგადოებას დღეს ოპოზიცია სთავაზობს არც ამ კონკრეტულ საქმეში და არც ბევრ სხვა საქმეში, რასთან დაკავშირებითაც მათ მწვავე პოზიციები აქვთ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს