შალვა პაპუაშვილი - პარალიმპიური თამაშები არ არის უბრალო შეჯიბრება - ეს არის შესაძლებლობების, სიძლიერის, სპორტული სულისა და გამარჯვების ჟინის ზეიმი

დღეს ჩვენს საამაყო ათლეტებს პარიზის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად ვაცილებთ. ჩვენ განსაკუთრებით აღვნიშნავთ მათ შრომისმოყვარეობას, მიზანდასახულობასა და გამძლეობას, რომლებიც მათ გამოიჩინეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს პარალიმპიელთა ფიცის დადების და გაცილების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ათლეტებს პარიზის პარალიმპიურ თამაშებში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ პარასპორტსმენები უმკლავდებიან ბარიერებს, ამსხვრევენ სტერეოტიპებს და მათი შემართებითა და მონდომებით ამტკიცებენ, რომ შეუძლებელი არაფერია.

,,დღეს ჩვენს საამაყო ათლეტებს პარიზის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად ვაცილებთ. დღეს ჩვენ განსაკუთრებით აღვნიშნავთ მათ შრომისმოყვარეობას, მიზანდასახულობასა და გამძლეობას, რომლებიც მათ გამოიჩინეს ამ ძალიან პრესტიჟულ და მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.

პარალიმპიური თამაშები არ არის უბრალო შეჯიბრება. ეს არის შესაძლებლობების, სიძლიერის, სპორტული სულისა და გამარჯვების ჟინის ზეიმი. ძვირფასო ათლეტებო,თითოეული თქვენგანი არამხოლოდ ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს, არამედ მრავალ ადამიანს, რომლებიც აღფრთოვანებულები არიან თქვენი უნარებითა და სპორტული სიმარჯვით. თქვენ უმკლავდებით ბარიერებს, ამსხვრევთ სტერეოტიპებს და თქვენი მოტივაციით, შემართებითა და მონდომებით ამტკიცებთ, რომ შეუძლებელი არაფერია. თქვენი ისტორიები გვაჩვენებს, თუ რას ნიშნავს სპორტული სული და გაუტეხელი ნებისყოფა.

გახსოვდეთ, რომ თქვენ ინკლუზიურობისა და მედეგობის ელჩები ხართ და თქვენი მიღწევების შესახებ ხმა მნიშვნელოვნად გასცდება შეჯიბრების ადგილს. გახსოვდეთ, რომ თქვენი თითოეული წარმატებული მომენტი დიდი შრომისა და თქვენი ოჯახების, მწვრთნელებისა და საზოგადოების მხარდაჭერის დადასტურებაა. მადლობას გიხდით სპორტული ჟინისთვისა და სამაგალითო ბრძოლისუნარიანობისთვის. ამაყად და თავდაჯერებულად გაემგზავრეთ პარიზში. თქვენ მთელი ქვეყანა გგულშემატკივრობთ. გვჯერა თქვენი. ვამაყობთ თქვენით. მოუთმენლად ველით თქვენს გამარჯვებებს. წარმატებას გისურვებთ და დარწმუნებული ვარ მედლებით დაბრუნდებით, ” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით