გიორგი ამილახვარი - ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს არ შეუჩერებია და არც არასდროს შეჩერდება

ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს არ შეუჩერებია და არც არასდროს შეჩერდება! - ეს განცხადება მედიასთან განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გააკეთა.

ამასთან, დასმულ კითხვაზე, როდის გაიხსნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა, რომლის მშენებლობაც მან გასულ წელს ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან ერთად დაათვალიერა, ამილახვარმა განაცხადა, რომ „სკოლის მშენებლობა არც ერთი დღით, არც ერთი წამითა და არც ერთი მოქმედებით არ შეჩერებულა“.

განათლების მინისტრის თქმით, სამუშაოების დასრულებას რამდენიმე თვე სჭირდება და როგორც კი შესაძლებელი იქნება, სკოლა გაიხსნება.

„ბიუჯეტიდან იხარჯება და ჯამში, დაახლოებით 100 მილიონი ლარის ოდენობის თანხა დაიხარჯება, როდესაც ეს სკოლა დასრულდება. ცენტრალური ბლოკის სამშენებლო სამუშაოები პრაქტიკულად ფინალურ ფაზაზეა. ასევე მიმდინარეობს საერთო საცხოვრებელი კორპუსების სარემონტო სამუშაოები.

მუდმივ კავშირზე ვართ საელჩოსთან და ელჩთან - არის სხვადასხვა საკითხები. ვფიქრობთ, რომ სამუშაოები შესაძლოა წლის ბოლოსკენ დასრულდეს.

სკოლას ჰყავს დირექტორი, საკონსულტაციო ჯგუფი. მიმდინარეობს აკადემიური მზადება ავტორიზაციისთვის, პროგრამებისთვის, მასწავლებლების შერჩევისთვის“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა