თენგიზ ცერცვაძის სამოქალაქო პანაშვიდზე პრეზიდენტი მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფება.

სალომე ზურაბიშვილმა თენგიზ ცერცვაძის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს და მას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.

ცნობისთვის, იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში აივ/შიდსის ცენტრის ფუძემდებელი, ავადმყოფობის შედეგად 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს