თენგიზ ცერცვაძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

ქართველი იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა. თენგიზ ცერცვაძეს პატივი მოქალაქეებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მიაგეს. მათ შორის, სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში აივ/შიდსის ცენტრის ფუძემდებელი, ავადმყოფობის შედეგად 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა