სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ივლისის საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობა 2024 წელს გამორჩეულად აქტიურად მიმდინარეობს. ფონდის დამფუძნებელმა, კომპანია სილქნეტმა, ყოველწლიურად განსაზღვრული 300 000 ლარის შენატანის გარდა, ფონდს დამატებით 481 000 ლარი შესწირა. მიმდინარე წელს ფონდის ანგარიშზე 589,464.40 ლარი ირიცხებოდა, რომელიც თითქმის მთლიანად მოხმარდა დაჭრილ მებრძოლებსა და მათ ოჯახებს.

განსაკუთრებით აღსანიშნია, ფონდისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წლევანდელი ნაყოფიერი თანამშრომლობა, მძიმე და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების კუთხით. წელს ფონდის სახსრები თითქმის მთლიანად მოხმარდა ასეთი სახის დახმარებებს.

ივლისის მდგომარეობით, ჩატარდა 19 სამედიცინო მომსახურება საზღვარგარეთ, რაშიც ფონდისა და თავდაცვის სამინისტროს მიერ 50%-იანი თანადაფინანსებით, თითქმის მილიონი ლარი გაიხარჯა (925 023 ლარი).

ჯამში, 2024 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით ფონდი 44 დაჭრილს დაეხმარა, რაზეც 537 553.58 ლარი დაიხარჯა შემდეგი საჭიროებების მიხედვით:

(19) საზღვარგარეთ მკურნალობა 462,511.95 ლარი

(12) არასრულწლოვან შვილთა დაფინანსება 20,092.48 ლარი

(9) მეუღლეთა დაფინანსება 14,301.28 ლარი

(6) ადაპტირება 17 234 ლარი

(2) სამედიცინო კვლევები 8,415.00 ლარი

(2) რეაბილიტაციის კურსები 4,600.00 ლარი

(3) სასწავლო კურსების დაფინანსება 3,752.50 ლარი

(4) მედიკამენტები 3,345.90 ლარი

(2) ოპერაცია (საქართველოში) 3,300.00 ლარი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ გეგმავს დაჭრილთა მეუღლეებისა და არასრულწლოვანი შვილების დახმარების მხრივ კიდევ უფრო გააქტიურებას. ინტენსიურად გაგრძელდება, ასევე, ფონდისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობა და თანადაფინანსება, როგორც საზღვარგარეთ მკურნალობაზე, ისე ნებისმიერ სხვა სახის დახმარებაზე, რაც განსაზღვრულია ფონდის კრიტერიუმებით: სამედიცინო მომსახურება, სწავლა/ტრენინგები პროფესიული გადამზადების მიზნით, საცხოვრებელი ფართის ადაპტირება და მეუღლეთა და არასრულწლოვანი შვილების დაფინანსება ანალოგიურ კეტეგორიებში.

ფონდის ნაყოფიერი საქმიანობისთვის, დიდი როლი ენიჭება საზოგადოების აქტიურობას. სხვადასხვა წლებში ფონდში არაერთ კომპანიას და კერძო პირს შემოუწირავს თანხები. სილქნეტთან ერთად ასეთი გაერთიანებული ძალისხმევით, 2018 წლიდან დღემდე, დაჭრილ მეომრებსა და მათი ოჯახის წევრებს, ფონდიდან გაღებულ იქნა 3 073 538 ლარი.

ფონდის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია. ნებისმიერი ოდენობის დონაციის განხორციელება ფონდის ვებ გვერდიდან - www.wwsf.ge საბაკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით არის შესაძლებელი. მოქმედებს საქველმოქმედო ნომერი - 0 901 777 771. 1 ზარი-1 ლარი. ნომერი აქტიურია ყველა ქსელის აბონენტებისთვის.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მიზანია გააერთიანოს საზოგადოება ჩვენი გმირების გარშემო!

(R)

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე