ალუდა ღუდუშაური - სალომე ზურაბიშვილს ჟარგონულად, „ნაციონალური მოძრაობის" ენაზე ვუპასუხებ: ტოლი ნახოს! რაის სალომე ზურაბიშვილი და რაის დებატები! ლევან ხაბეიშვილმაც კი გაუსწრო მას რეიტინგითა და ავტორიტეტით

სალომე ზურაბიშვილს ჟარგონულად, „ნაციონალური მოძრაობის" ენაზე ვუპასუხებ: ტოლი ნახოს! რაის სალომე ზურაბიშვილი და რაის დებატები! ლევან ხაბეიშვილმაც კი გაუსწრო მას რეიტინგითა და ავტორიტეტით, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი ალუდა ღუდუშაური პრეზიდენტ ზურაბიშვილის პრესკონფერენციასა და მის ინიციატივას ბიძინა ივანიშვილთან დებატების შესახებ.

ღუდუშაურის შეფასებით, "ზურაბიშვილის სახით ტრიბუნასთან "ნაციონალური მოძრაობის" დაბალი რანგის, უხარისხო პროპაგანდისტი იდგა".

ღუდუშაური იმასაც ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ათეულობით მილიონი ლარის გაფლანგვაზე წარმოებულ საქმეს "პიჯაკების საქმე" უწოდა, რაც "ქართული ოცნების" დეპუტატის აზრით, სასამართლოზე პირდაპირი მითითებაა, თუ როგორ იმოქმედოს მან.

"თურმე მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას ტანისა და სხვადასხვა ადგილების კორექციისთვის დახარჯული და ჰაერში გასროლილი ჩვენი თანამოქალაქეების ათეულობით მილიონი ლარი "პიჯაკების საქმე" ყოფილა. ვინ მისცა ზურაბიშვილის იმის უფლება ისეთ შეფასებას აკეთებდეს, თითქოს ეს არაფერი არ არის და თითქოს ეს პიჯაკების საქმეა. ეს არის აღმაშფოთებელი - ამით ყველაფერი ნათქვამია!

დღეს ეს ადამიანი ცდილობს "ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი საჭიროება დაანახოს. თურმე ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ინტერესები დაუზიანებია, თურმე საქართველოს ინტერესებს ბიძინა ივანიშვილი არ ემსახურება და სალომე ზურაბიშვილი, სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" ემსახურებიან. როგორ შეიძლება ადამიანი ასე დეგრადირდეს, რომ ოღონდაც კოლექტიურმა, რადიკალმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეიფაროს და კალთა გადააფაროს, ისეთ აბსურდებს ამბობს, რაც ჩვენ მოვისმინეთ. აბსოლუტურად უმორალო საუბარი იყო!

როგორ ბედავს ზურაბიშვილი როცა ამბობს: - მე ხალხს იმისთვის არ ავურჩევივარ... ვეტყვი, რომ ის ხალხს საერთოდ არ აურჩევია! სალომე ზურაბიშვილმა უნდა გაიგოს, რომ ის ქართველ ხალხს არ აურჩევია!

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, სალომე ზურაბიშვილიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება.

ისე მწარედ დამარცხდებიან, წარმოდგენაც კი არა აქვთ!" - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის