თბილისში აფხაზეთიდან დევნილებს ტექნიკა-დანადგარები გადაეცათ

თბილისში აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს დასაქმების ხელშეწყობის, სამეწარმო საქმიანობის განვითარების, წახალისებისა და გაუმჯობესების მიზნით, ტექნიკა-დანადგარები, მინი-ტრაქტორები და პროფესიულ-ტექნიკური ინვენტარი გადაეცათ.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, სამინისტროს და ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, კონკურსის წესით შერჩეულ აფხაზეთიდან დევნილ, 31 აქტიურ მეწარმეს ტექნიკა-დანადგარები ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს პროგრამების - „დასაქმების ხელშეწყობისა“ და „დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერების“ ფარგლებში გადასცა.

„სწორედ ეს ადამიანები არიან მაგალითი სხვა ჩვენი დევნილი მოქალაქეებისთვის, თავიანთი პროფესიული საქმიანობით გაიუმჯობესონ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, უფრო მეტი აქტიურობით ჩაერთონ სამეწარმეო საქმიანობაში, რასაც ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს მათთვის, შესაბამისი პროექტების შეთავაზებით.

წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს და მჯერა, რომ ეს პროექტი იქნება კიდევ ერთი კარგი ნაბიჯი მათი დასაქმების ხელშეწყობისთვის და ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებისთვის,“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს