ნიგერი უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

ნიგერმა განაცხადა, რომ მალის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს.

სიტუაციის სერიოზულობისა და მალის წინააღმდეგ აგრესიაში უკრაინის აღიარებული და სავარაუდო ჩართულობის გათვალისწინებით, ნიგერის რესპუბლიკის მთავრობა, რომელიც სრულ სოლიდარობას უცხადებს მალის მთავრობასა და მოსახლეობას, იღებს შემდეგ ზომებს: პირველ რიგში, დიპლომატიური ურთიერთობების დაუყოვნებელი გაწყვეტა ნიგერის რესპუბლიკასა და უკრაინას შორის, მეორე, მიმართვა გაერო-ს უშიშროების საბჭოსთვის უკრაინის აგრესიასა და მის სპონსორებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით“, - განაცხადა ნიგერის მთავრობის წარმომადგენელმა, ამადუ აბდრამანმა.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ მალის რესპუბლიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. მათი განმარტებით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღიარეს კიევის როლი იმ დიდ დამარცხებაში, რომელიც მალის სამთავრობო ჯარებმა და რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა ივლისში, მეამბოხეებთან ბრძოლებში განიცადეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე