ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე - სალომე ზურაბიშვილი როცა ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს, მინიმუმ, თავისი ტოლი ნახოს - თუ დებატები უნდა, ვინც ქარტიაზე მოუწერა ხელი, ისინი დასვას მრგვალ მაგიდასთან

სალომე ზურაბიშვილი როდესაც ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს, მინიმუმ, თავისი ტოლი ნახოს - თუ დებატები უნდა, ვინც ქარტიაზე მოუწერა ხელი, ისინი დასვას მრგვალ მაგიდასთან და ედებატონ რამდენიც უნდათ ერთმანეთს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ზურაბიშვილს „გარე ძალებიდან აქ აქვს დავალება, რომ უპულსო და გარდაცვლილ ოპოზიციას კვირიდან კვირამდე საკენკი მისცეს”.

სალომე ზურაბიშვილი როდესაც ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს, მინიმუმ, თავისი ტოლი ნახოს. ამაზე პასუხის გაცემა სერიოზულად არც მიმაჩნია. თუ დებატები უნდა, ვინც ქარტიაზე მოუწერა ხელი, ისინი დასვას მრგვალ მაგიდასთან და ედებატონ რამდენიც უნდათ ერთმანეთს.

რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, ახლა ცდილობს, რომ რაღაც როლი მოირგოს, დავალებებს იღებს, გამოდის, ახმოვანებს, პრესკონფერენციებს აწყობს. გარე ძალებიდან აქ აქვს დავალება, რომ ჩვენს უპულსო და გარდაცვლილ ოპოზიციას რაღაცა საკენკი მისცეს კვირიდან კვირამდე”, - აღნიშნა კირცხალიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს.

დებატებთან დაკავშირებით განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა ახსნას თავისი ზოგიერთი პოზიცია, თუ "რას ერჩის" ქვეყანას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს