რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი - კლინიკაში, სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულდა - ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე შევძლოთ პაციენტების მიღება

კლინიკაში, სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულდა-ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე შევძლოთ პაციენტების მიღება, - ამის შესახებ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ალექსანდრე მესხმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კლინიკის დაკომპლექტება მიმდინარეობს და ჯერ უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის შეძლებს კლინიკა პაციენტების სრული დატვირთვით მიღებას.

„ჯერჯერობით არ ვართ ჩამოყალიბებულები, ვემზადებით, ვნახოთ. ამ ეტაპზე, კლინიკაში, სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულდა, დაკომპლექტება მიმდინარეობს. ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე შევძლოთ პაციენტების მიღება“,- აღნიშნა დირექტორმა.

ინფორმაციისთვის, „ინტერპრესნიუსს“ გასულ თვეს კლინიკაში განუცხადეს, რომ სამედიცინო დაწესებულება აგვისტოს მეორე ნახევრიდან იფუნქციონირებდა სრული დატვირთვით.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს