დიმიტრი მედვედევი - სპეციალური სამხედრო ოპერაცია უნდა წავიდეს ხარკოვამდე, კიევამდე, ოდესამდე და მის ფარგლებს გარეთ

სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ ახლა ღია ექსტრატერიტორიული ხასიათი უნდა შეიძინოს და სხვა საკითხებთან ერთად, კიევის აღებას უნდა მოიცავდეს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.

„ამიერიდან, სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ ღია ექსტრატერიტორიული ხასიათი უნდა შეიძინოს. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ჩვენი ოფიციალური ტერიტორიების დაბრუნების და ნაცისტების დასჯის ოპერაცია. შესაძლებელი და აუცილებელია ჯერ კიდევ არსებული უკრაინის მიწებისკენ წასვლა. ოდესაში, ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში, ნიკოლაევში, კიევში და მის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნა მედვედევმა.

მისი მტკიცებით, „უკრაინის რაიხის გარკვეული აღიარებული საზღვრების თვალსაზრისით“ შეზღუდვები არ უნდა არსებობდეს და უფრო მეტიც, ახლა, ეს უნდა განიხილებოდეს ღიად, უხერხულობისა და დიპლომატიური რევერანსების გარეშე.

„ბანდერელების“ ტერორისტულმა ოპერაციამ ამ თემიდან ყოველგვარი ტაბუ უნდა მოხსნას. დაე, ეს ყველამ გაიგოს, მათ შორის ინგლისელმა ნაძირლებმაც: შევჩერდებით მხოლოდ მაშინ, როცა ამას ჩვენთვის მისაღები და მომგებიანი მივიჩნევთ“, - აღნიშნა მედვედევმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა