ვოლოდიმირ ზელენსკი - წინასწარი ინფორმაციით, კიევში რუსებმა ჩრდილოეთ კორეული რაკეტა გამოიყენეს, ეს იყო მორიგი ტერაქტი - გვჭირდება პარტნიორების გადაწყვეტილებები, რომლებიც მოხსნის შეზღუდვებს ჩვენს თავდაცვით ქმედებებზე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა კიევზე თავდასხმისას, წინასწარი ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეული რაკეტა გამოიყენეს და ეს იყო მორიგი მიზანმიმართული ტერაქტი უკრაინის წინააღმდეგ.

„წუხელ, კიევის ოლქში, სამწუხაროდ, მამა და პატარა ვაჟი გარდაიცვალნენ - ბავშვი ოთხი წლის იყო. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს. დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, 12 წლის ბიჭი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მხოლოდ ამ ერთ კვირაში რუსეთის არმიამ უკრაინას 30-ზე მეტი რაკეტით და 800-ზე მეტი მართვადი ავიაბომბით დაარტყა.

„უკრაინელები მადლიერები არიან ყველა ჩვენი პარტნიორის, ვინც გვეხმარება საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და საბრძოლო თვითმფრინავებით, მაგრამ რუსული ტერორის ჭეშმარიტად შესაჩერებლად, ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ სრულფასოვანი საჰაერო ფარი, რომელიც დაიცავს ჩვენს ყველა ქალაქს და თემს, არამედ პარტნიორების მტკიცე გადაწყვეტილებები - გადაწყვეტილებები, რომლებიც მოხსნის შეზღუდვებს ჩვენს თავდაცვით ქმედებებზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე