პრემიერ-მინისტრი ალპინისტ არჩილ ბადრიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ალპინისტ არჩილ ბადრიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, ის უმაღლესი კლასის მთამსვლელი იყო.

„მწუხარებას გამოვთქვამ ალპინისტ არჩილ ბადრიაშვილის გარდაცვალების გამო. არჩილი იყო უმაღლესი კლასის მთამსვლელი, რომელმაც ორ თანაგუნდელთან ერთად, პირველად ქართული ალპინიზმის ისტორიაში, ყველაზე პრესტიჟული სპორტული ჯილდო - ოქროს წერაყინი მოიპოვა. ვუსამძიმრებ არჩილ ბადრიაშვილის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს", - აღნიშნავს პრემიერი.

ცნობისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი მწვერვალ შხელდაზე, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე