საია - ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივებმა, მათ შორის „რუსული კანონის” ხელახალმა ინიცირებამ, მნიშვნელოვნად გააღრმავა პოლიტიკური პოლარიზაცია, რაც საფრთხეს უქმნის არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარებას

ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივებმა, მათ შორის „რუსული კანონის” ხელახალმა ინიცირებამ, მნიშვნელოვნად გააღრმავა პოლიტიკური პოლარიზაცია, რაც საფრთხეს უქმნის არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარების შესაძლებლობას, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, პირველი შუალედური ანგარიში 2024 წლის ივნისამდე პერიოდს მოიცავს და ისეთ მნიშვნელოვან ტენდენციებს ასახავს, რომლებიც არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებაზე გავლენას ახდენს.

საიას შეფასებით ეს ტენდენციებია: სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია, მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა, ცესკოს ფორმირების წესის ცვლილება და ა.შ.

ორგანიზაციის ცნობით, მონიტორები დეტალურად აკვირდებიან პოლიტიკურ კონტექსტს, მედიაგარემოს, სიძულვილის ენის გამოყენებასა და ადმინისტრაციული რესურსების განაწილებას. ასევე, საია ყურადღებით აკვირდება „რუსული კანონის“ შესაძლო გავლენას სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე.

„არჩევნების დღეს საია-ს 600 დამკვირვებელი დააკვირდება ქვეყნის მასშტაბით 1500-მდე საარჩევნო უბანს და საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობას. მნიშვნელოვანია, რომ საია აღრიცხავს ყველა საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმს და დისბალანსის აღმოჩენის შემთხვევაში, მოითხოვს შესაბამის რეაგირებას. საია ასევე სხვა საარჩევნო დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაშიც სამართლებრივი გზით იდავებს“,-აღნიშნავენ საია-ში.

ორგანიზაციის ცნობით, ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივებმა, მათ შორის “რუსული კანონის” ხელახალმა ინიცირებამ, მნიშვნელოვნად გააღრმავა პოლიტიკური პოლარიზაცია, რაც საფრთხეს უქმნის არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარების შესაძლებლობას.

„სამოქალაქო სექტორის მიზანმიმართულმა და სისტემურმა მადისკრედიტირებელმა კამპანიებმა გააუარესა გარემო და დემოკრატიული პროცესების განვითარებას ზიანი მიაყენა“, - განმარტავენ საია-ში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საია-ს შეფასებით, მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუფების უფლებების შეზღუდვას

„უკან გადადგმული ნაბიჯია გენდერული კვოტირების გაუქმება. საგანგაშოა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირების და გადაწყვეტილების მიღების წესის ცვლილებების შესაძლო გავლენა საარჩევნო პროცესის მიუკერძოებლობაზე.

დელეგატობის ინსტიტუტის შემოღებით, მმართველი პარტია ცდილობს, პროპორციული არჩევნების პირობებში მაჟორიტარიზმის ნიშნების დაბრუნებას, რაც კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების, წინასაარჩევნო კამპანიის, პარტიული შტაბის ლოგიკისა და პრიორიტეტების ცვლილებას იწვევს და საარჩევნო მარათონს კვლავ მაჟორიტარული არჩევნების ლოგიკასთან აახლოებს.

საარჩევნო წელს გამოიკვეთა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შემთხვევები. კერძოდ, მმართველი პარტიის მიერ “რუსული კანონის” კანონის მხარდასაჭერ აქციაზე წამოსასვლელად ხდებოდა სახელმწიფო და თვითმმართველობის დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა მიმართ მოწოდებები; თელავში, პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შეკრებისას, სამუშაო საათებში დაფიქსირდა შსს-ისა და მუნიციპალურ ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების დასწრების ფაქტი. მათი მხრიდან მიმდინარეობდა პარტიის სააგიტაციო მოწოდებებიც.

საანგარიშო პერიოდში საგანგაშოდ გაიზარდა მთავრობის მიერ სხვადასხვა სოციალური პროგრამების გამოცხადების შემთხვევები, მათ შორის მასშტაბური ამნისტია პატიმრებისთვის, ფინანსური ვალდებულებების ჩამოწერა, სახელფასო მატება მასწავლებლებსა და საჯარო მოხელეებზე, საშტატო კადრების ზრდა და ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება“, - აღნიშნულია საია-ს ანგარიშში.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ “ასევე წარადგინა პროექტი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს ითვალისწინებს. მათი განმარტებით, პროექტი დაფარავს ისეთ საქმეებს, როგორიცაა “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციების კონტექსტში დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა, მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების დევნის ფაქტები და გამოხატვის თავისუფლების საკითხები.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი