გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეზღუდვა დუშეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონის სოფლებს შეეხება.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 აგვისტოს 07:00 საათიდან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დუშეთის რაიონის სოფლებში ფასანაური, ჭართალი, მუგუდა, კიტოხი და მიმდებარე სოფლებში; 11:00 საათიდან 13:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანში; 12:00 საათიდან 12:15 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წილკანი, სელექცია, მუხრანი, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში; 12:00 საათიდან 15:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში ყანობი, ოქროყანა, კობი, ალმასიანი და მიმდებარე სოფლებში; 14:00 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ახალუბანი, მისაქციელი, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე