„თიბისის“ მხარდაჭერით, თბილისის ისტორიულ ნაწილში სასტუმრო Twenties გაიხსნა

­„თიბისის“ მხარდაჭერით, თბილისის ისტორიულ ნაწილში, ლუი პასტერის N5/7-ში, სასტუმრო Twenties გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, სასტუმროს დიზაინი და გარემო, 1920-იანი წლების ამერიკის ესთეტიკითაა შექმნილი.

სასტუმრო 34 ოთახსა და ტერასას აერთიანებს, სადაც სტუმრებს ქართულ-ევროპული სამზარეულოსა და საავტორო კოქტეილების დაგემოვნება შეუძლიათ.

პროექტის ჯამური ღირებულება 3,430,000 მლნ. დოლარია, საიდანაც „თიბისის“ თანამონაწილეობა 3,040,000 მლნ. დოლარს შეადგენს.

მათივე თქმით, სამომავლოდ, სასტუმრო საქართველოს მასშტაბით გაფართოებას გეგმავს.

"მოხარული ვართ, რომ თბილისს 20-იანი წლების ამერიკის სული შევმატეთ. ჩვენი ამოცანა სტუმრებისთვის უნიკალური და დასამახსოვრებელი გამოცდილების შექმნაა, რაც მათ, ერთდროულად, საქართველოს მდიდარი კულტურითა და 20-იანების ეპოქის ატმოსფეროთი ტკბობის საშუალებას მისცემს", - განაცხადა სასტუმრო Twenties-ის დამფუძნებელმა მალხაზ კურტანიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე