GORBI - საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 59.3% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, „ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელს“ - 13.1%

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? - მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ - 59.3%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელი“ - 13.1%;

კოალიცია „ლელო“/„ანა დოლიძე - ხალხისთვის“/„თავისუფლების მოედანი“ - 5.8%;

კოალიცია „ახალი“/„გირჩი - მეტი თავისუფლება“/„დროა“ - 5.5%;

„საქართველოსთვის“ - 4.8%;

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა“ და „ალტ ინფოს“ კოალიცია - 3%;

„ევროპული საქართველო“ - 2.2%;

„ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ - 2.1%;

სხვა - 4.2%.

„იმედის“ ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 24 ივლისი - 4 აგვისტოს პერიოდში. გამოიკითხა ჯამში 1700 რესპონდენტი. მონაცემების ცდომილების ზღვარია +/-3%.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა