შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილის განცხადების მიზანი სწორედ ის იყო, რომ ზეიმშიც ხინჯი შეეტანა, რაშიც უბრალოდ, არ უნდა ავყვეთ

ქართველი ხალხის ზეიმს, რომელსაც რამდენიმე დღეა აღვნიშნავთ, ვერაფერი გააფუჭებს, - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქართველი ოლიმპიელების დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

პაპუაშვილმა, ასევე, ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ ბრიფინგზე, სადაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართველი ოლიმპიელების დაჯილდოება მას შემდეგ მოხდება, რაც ქართველი პარაოლიმპიელებიც დაბრუნდებიან სამშობლოში და მოეწყობა დიდი სახალხო ზეიმი.

პაპუაშვილის შეფასებით, ზურაბიშვილის აღნიშნული განცხადება დღევანდელ ღონისძიებაში ხინჯის შეტანის მცდელობა იყო.

„ქართველი ხალხის ზეიმს, რომელსაც რამდენიმე დღეა, აღვნიშნავთ, ვერაფერი გააფუჭებს. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადების მიზანი სწორედ ის იყო, რომ ამ ზეიმშიც რაღაც ხინჯი შეეტანა, რაშიც ჩვენ, უბრალოდ, არ უნდა ავყვეთ. მთელი ერი ზეიმობს, ყველა ზეიმობს გამარჯვებას და გვიხარია ჩვენი ოლიმპიელების შედეგები და ჩვენ მათ შორის, უმაღლეს ჯილდოებზე წარდგენით ვეცადეთ, გვეჩვენებინა ჩვენი სახელმწიფოს დამოკიდებულება ჩვენი ოლიმპიელების მიმართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს