ხობში ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა

ქალაქ ხობში, საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფეინთბოლის ჩემპიონატში ხობელი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული 10 გუნდი მონაწილეობდა.

„ფეინთბოლში მუნიციპალური პირველობის გამარჯვებული გუნდი საჯიჯაოს „გოგე" გახდა, მეორე ადგილი ახალსოფლის ,,ჯიჯივაიპმა" დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე პირველი ხორგის გუნდი ,,დრაკონები" გავიდა.

ჩემპიონატს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფეინთბოლი არის ექსტრემალური, ტექნიკურ-სპორტული თამაში, რომელიც წარმოადგენს საბრძოლო ქმედებების იმიტაციას განსაზღვრულ ტერიტორიაზე. თამაშები მიმდინარეობს ტყეებში, ღია მოედნებზე, შენობებში, ბუნებრივი და ხელოვნური ბარიერებისა და საფარების გამოყენებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო