ბაზისბანკმა EFSE და GGF ფონდისგან 20 000 000 ევროს სუბორდინირებული და გრძელვადიანი მწვანე სესხი მიიღო

ბაზისბანკს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის ევროპულ ფონდს (EFSE) და Green for Growth Fund (GGF) ფონდს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო ფართოვდება. დაფინანსების პაკეტი მოიცავს EFSE-ს მიერ გამოყოფილ 10 მილიონი ევროს ოდენობის და GGF-ის მიერ გამოყოფილ 5 მილიონი ევროს ოდენობის 7-წლიან სუბორდინირებულ სესხს, რომელიც მეორადი კაპიტალის რესურსის გამყარებას და ბანკის მიერ დაკრედიტების გაფართოებას, განსაკუთრებით კი, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მდგრადი ინვესტიციებით უზრუნველყოფას მოხმარდება.

ბაზისბანკს, 2024 წლის 24 ივნისს GGF-თან, ასევე, დადებული აქვს გარიგება, 5 მილიონი ევროს ღირებულების გრძელვადიანი მწვანე რესურსის მოზიდვაზე, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბანკის E&S პრაქტიკის საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანას და მწვანე ეკონომიკის დაფინანსების ინიციატივების წახალისებასა და მხარდაჭერას.

EFSE და GGF-თან ბაზისბანკის წარმატებული პარტნიორობა 2018-19 წლებში დაიწყო, რაც მიზნად ისახავდა, ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოში მწვანე და ადგილობრივი ვალუტით დაფინანსების პრაქტიკის გაფართოებას. მრავალწლიანი ურთიერთთანამშრომლობით, ბაზისბანკი, EFSE და GGF განაგრძობენ ბიზნესის განვითარებაში გრძელვადიანი დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაფართოებას, ეკონომიკისთვის მეტი რესურსების გამოყოფას, რასაც, თავის მხრივ, ქვეყნის განვითარებაში შეაქვს წვლილი.

„ბაზისბანკის სტრატეგიული პარტნიორობა EFSE-სთან და GGF-თან, კიდევ ერთი წარმატებული ტრანზაქციით გრძელდება, რომელიც კიდევ მეტად გააძლიერებს ბაზისბანკის კაპიტალის ბაზას და მცირე და საშუალო ბიზნესებს გაუზრდის ხელმისაწვდომობას შეღავათიან დაფინანსებაზე. GGF-თან და EFSE-სთან ჩვენი მჭიდრო გრძელვადიანი თანამშრომლობა, ბაზისბანკის განვითარების გზაზე, ნდობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ბაზარზე 30-წლიანი წარმატებული მოღვაწეობით, ჩვენ შევქმენით წამყვანი ძლიერი ფინანსური ბრენდი, რომელიც ემსახურება ბიზნესისა და საცალო კლიენტების საჭიროებებს. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, მუდმივი მხარდაჭერისთვის და დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ ბევრ წარმატებულ პროექტზე ვიმუშავებთ ერთობლივად“. – განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.

"ბაზისბანკთან მჭიდრო პარტნიორობა განამტკიცებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მდგრადი ზრდის ხელშეწყობი ჩვენს საერთო ვალდებულებას. ბაზისბანკის სტრატეგიული ინიციატივების მხარდაჭერით, ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ მცირე და საშუალო ზომის საწარმოები და ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ მდგრადობას რეგიონში. ჩვენ ერთად ვაშენებთ უფრო ძლიერ და ინკლუზიურ ფინანსურ ეკოსისტემას." - აღნიშნა EFSE-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ანდრეა ჰაგმანმა:

„აღნიშნული პარტნიორობა ხაზს უსვამს ჩვენს სწრაფვას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მწვანე ფინანსირების გაღრმავებისკენ. ბაზისბანკის კაპიტალის გაძლიერებით, ჩვენ არა მხოლოდ მხარს ვუჭერთ მათ ზრდას, არამედ გზას ვუხსნით უფრო მნიშვნელოვან მდგრად ინვესტიციებს.“ - აღნიშნა საიმონ გუპთამ, GGF-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ.

ბაზისბანკის პარტნიორების - სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის ევროპული ფონდის და Green for Growth Fund-ის შესახებ, ასევე Finance in Motion-ის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ ვებ-გვერდებს.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს