კუნძულ როდოსზე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი გაიხსნა

კუნძულ როდოსზე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კერძოდ, საერთაშორისო ბანაკი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს, აფხაზეთის სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრისა და როდოსის მიტროპოლიის ერთობლივი ორგანიზებით, სს - „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას“ მხარდაჭერით, სხვადასხვა პროგრამებში წარმატებით მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი 12-დან 14 წლამდე ახალგაზრდებისთვის საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე მოეწყო.

„პროექტის ფარგლებში, 45 ახალგაზრდა საბერძნეთში გაემგზავრა და კუნძულ როდოსზე არსებულ საერთაშორისო ბანაკში ორი კვირის განმავლობაში - შემეცნებით, სახალისო და სპორტულ აქტივობებში მონაწილეობს.

პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს აიმაღლონ ცნობიერება სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის დასავლურ ღირებულებებზე, გაეცნონ ბერძნულ კულტურასა და ტრადიციებს, განივითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები.

საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე კუნძულ როდოსზე საერთაშორისო ბანაკს ესტუმრა და მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს