გაერთიანებას „კოალიცია ცვლილებისთვის“ „რესპუბლიკური პარტია“ და ორგანიზაცია „აქტივისტები მომავლისთვის“ შეუერთდნენ

გაერთიანებას “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა”-ს ოფიციალურად შეუერთდნენ “რესპუბლიკური პარტია” და ორგანიზაცია “აქტივისტები მომავლისთვის”.

როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, “ხალხს აქვს პოზიტიური ცვლილებების მოლოდინი და მზაობა და სწორედ ამ მიზანს ისახავს დღევანდელი ერთიანობა”.

კიდევ ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე ხაზი გაუსვა, რომ ეს არის ერთობა, რომელიც შედგება მრავალფეროვანი და პრინციპული ადამიანებისგან.

“ ერთობა, რომელიც შედგება მრავალფეროვანი და პრინციპული ადამიანებით, კოალიცია, რომელიც ფასეულობების ერთგულებითა და ქვეყნისთვის მებრძოლი ადამიანებისგან. ეს არის კოალიცია, რომელიც ცვლილებებს მოიტანს და ქვეყნის მსახური იქნება”, - განაცხადა ხოშტარიამ.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ კი აღნიშნა, რომ “კოალიცია ცვლილებისთვის” ოთხი ნომრით პროფესიონალიზმსა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ პოლიტიკას მოიტანს.

“მიხარია, რომ „რესპუბლიკური პარტიის" სახელით ვდგავარ აქ, ისეთ ადამიანებთან ერთად რომლის ბრძოლაც მთელ საქართველოს ნანახი აქვს და მე მათი მჯერა. ბოლო დროს ხშირად ისმის კითხვა როგორ უნდა მართოს ოპოზიციამ 26 ოქტომბრის შემდეგ? პროფესიონალიზმითა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული პოლიტიკით, რომელსაც მოიტანს პროგრესი და კოალიცია 4 ნომრით. ქვეყანაში მშვიდობა, პროგრესი ადამიანზე ორიენტირებულობა დაიბადება, მაშინ, როცა შევცვლით ამ ხელისუფლებას და კოალიციურ მმართველობას უზრუნველვყოფთ. მე ვდგავარ ისეთ ადამიანებთან ერთად, რომელთანაც შეიძლება დისკუსია, კამათი და ქვეყნის ისე მართვა, რომ ადამიანი იყოს მთავარი ორიენტირი. მე მოვიგე პირადი ბრძოლა, ახლა დროა, რომ განვკურნოთ ქვეყანა. ამას გავაკეთებთ ერთად, კოალიცია ოთხთან ერთად”, - განაცხადა სამნიძემ.

კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე ოქტაი ქაზუმოვი წარადგინა და აღნიშნა, რომ “სამოქალაქო პატრიოტიზმი არის ის, რაც ყველა ცივილიზებული ხალხის და ჩვენი თითოეული მოქალაქის არჩევანია”.

ოქტაი ქაზუმოვმა კი აღნიშნა, რომ ქართული კულტურის ქმნადობაში საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა შეიტანოს დიდი წვრილი და იღვწოდეს, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოჩენილი იყოს ისე როგორც ჯერ არასდროს, სწორედ ეს შეუძლია “კოალიცია ცვლილებისთვის”.

“დიდი პატივია ვიმყოფებოდე ზუგდიდში, რომელმაც ქართული სახელმწიფოს კულტურით უდიდესი სახეები შესძინა. მე ვიაზრებ ამ პასუხისმგებლობას და ძალიან სიმბოლური ამ კუთხიდან ჩემი და ჩემი გუნდის წარდგენა, რომელსაც ჰქვია “აქტივისტები მომავლისთვის". ქართული კულტურა ისეთი მშობლიური კულტურაა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებით, როგორც მათივე კულტურაო, ეს გულისხმობს ქართული კულტურის ქმნადობაში საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა შეიტანოს დიდი წვრილი და იღვწოდეს და იწვოდეს რომ ჩვენი ქვეყანა წარმოჩენილი იყოს ისე როგორც ჯერ არასდროს. დროა გირჩიოთ ახალი, კოალიცია ცვლილებისთვის რესპუბლიკელებთან ერთად და მომავლისთვის”, - განაცხადა ქაზუმოვმა.

ამასთან, თავის გამოსვლაში ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ “ეს არის გუნდი, რომელიც ამ ქვეყანას 2030 წლამდე ევროკავშირში შეიყვანს”.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო