ვოლოდიმირ ზელენსკი - პარტნიორებს ვთხოვთ, იარაღის მოწოდება დააჩქარონ, ომს შვებულება არ აქვს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საჭიროა დაჩქარდეს იარაღისა და ჭურვების მიწოდება პარტნიორებისგან, კერძოდ, საჭიროა გამოცხადებული პაკეტების დროული ლოგისტიკა.

„საჭიროა მოწოდების დაჩქარება ჩვენი პარტნიორებისგან. ძალიან გთხოვთ. ომს არ აქვს შვებულება. საჭიროა გადაწყვეტილებები, დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დღეს არის კარგი შედეგები, უკრაინისთვის საჭირო შედეგები ტორეცკის მახლობლად რუსული ტექნიკის განადგურებით, თუმცა, პრეზიდენტის თქმით, მხოლოდ ერთ დღეში მტერმა ტორეცკისა და პოკროვსკის მახლობლად ათობით თავდასხმა განახორციელა.

„მაგრამ ჩვენი ქვედანაყოფები, ჩვენი ბრიგადები ყველაფერს აკეთებენ თავიანთი პოზიციების შესანარჩუნებლად, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ახლა, ზოგადად, უკრაინის თავდაცვითი მოქმედებების მთავარი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი რუსული პოტენციალის განადგურება და მაქსიმალური კონტრშეტევის სამუშაოების ჩატარება.

„კერძოდ, ეს ასევე მოიცავს აგრესორის ტერიტორიაზე ბუფერული ზონის შექმნას - ჩვენი ოპერაცია კურსკის ოლქში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში