რუსეთმა გერმანიას „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების გამოძიებასთან დაკავშირებული პრეტენზიები ოფიციალურად წარუდგინა

რუსეთმა ოფიციალურად მიმართა გერმანიას პრეტენზიებით, ბალტიის ზღვაში გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადისა“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის აფეთქების გამოძიებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპასთან ურთიერთობის მესამე დეპარტამენტის დირექტორმა, ოლეგ ტიაპკინმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირის დაკავების ორდერი გასცა, რომელიც აღმოჩნდა, რომ უკრაინის მოქალაქე იყო. თუმცა, დიპლომატის თქმით, გერმანული მედია „დიდი ხნის განმავლობაში და მეთოდურად“ ავრცელებს „თეზისს იმის შესახებ, რომ ეს პირები არცერთ სახელმწიფოსთან არ ასოცირდებიან“. აქედან გამომდინარე, ოლეგ ტიაპკინი ასკვნის, რომ „გერმანიის გამოძიება ასევე დაიხურება „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებების ნამდვილი დამკვეთების გამოვლენის გარეშე“.

ტიაპკინის თქმით, მოსკოვმა ოფიციალურად დაუსვა ბერლინს გერმანიისა და სხვა დაზარალებული ქვეყნების მიერ გაერო-ს ანტიტერორისტული კონვენციებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების საკითხი.

„ამ კუთხით ორმხრივად, მათ შორის ბერლინის მიმართ, ოფიციალურად წარდგენილი იქნა შესაბამისი პრეტენზიები“, - დასძინა მან და განმარტა, რომ რუსეთის ფედერაცია მოლაპარაკებებს ცდილობს მოქმედი საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად და შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება დასავლეთის რეაქციაზე.

შეგახსენებთ, ბალტიის ზღვაში გაზსადენებზე - „ჩრდილოეთის ნაკადსა“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე - აფეთქებები 2022 წლის სექტემბრის ბოლოს მოხდა. არცერთ მათგანს იმ დროს გაზი არ გადაჰქონდა. „ჩრდილოეთის ნაკადი“ რუსეთმა აფეთქებებამდე ცოტა ხნით ადრე შეაჩერა, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კი არასოდეს ამუშავებულა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე. გაზსადენის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში