ბაზისბანკი | ibis Styles Batumi - სპორტული კონცეფციის ახალი სასტუმრო ბათუმში

ბაზისბანკთან პარტნიორობით, ბათუმში, საერთაშორისო ჯგუფ Accor-ის პირველი სასტუმრო ibis Styles Batumi გაიხსნა. პროექტი, ბაზისბანკის მიერ 6.3 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ibis Styles-ის სასტუმროები შემოქმედებითობის, ესთეტიკის, მეგობრული მომსახურებისა და კომფორტის გარშემო ერთიანდება, რაც მსოფლიოს მასშტაბით, მოგზაურების სასურველ ბრენდად აყალიბებს.

ibis Styles ხელმისაწვდომობისა და განსაკუთრებული დიზაინის სინთეზით გამოირჩევა. სასტუმროს დიზაინის შთაგონებად სპორტული თემატიკაა გამოყენებული, რაც ინტერიერს სახალისოს, ფერადს და ენერგიულს ხდის. სასტუმრო მომხმარებელს 121 სხვადასხვა კატეგორიის ნომერს, 80-მდე სტუმარზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზს და სპორტული აქტივობით აღჭურვილ საზოგადოებრივ სივრცეებს სთავაზობს.

„ბათუმი ყოველთვის იყო და არის მიმზიდველი ტურისტული მიმართულება თავისი ბუნებით, ისტორიით და რა თქმა უნდა სტუმარმასპინძლობით. წარმატებული პროექტის განსახორციელებლად საჭიროა იყო სწორ დროს სწორ ადგილას და სწორი რესურსით. სწორედ ამ რესურსს წარმოადგენს ბაზისბანკი, რომელიც პროექტის დაწყების პირველივე დღიდან პარტნიორის სტატუსით დგას ჩვენს გვერდით დასახული მიზნის მიღწევაში. ბაზისბანკის პროფესიონალიზმისა და ამავდროულად მოქნილობის წყალობით ჩვენმა ჯგუფმა არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა, მათ შორის ბოტანიკური ბაღის გვერდით, ბუნებასთან შერწყმული პრემიუმ კლასის სასტუმრო გრინვუდი. ჩვენი ჯგუფი აგრძელებს განვითარებას და დარწმუნებული ვარ, რომ ბაზისბანკთან პარტნიორობით არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ.“ - პროექტის მენეჯერი, კონსტანტინ მეგრელიშვილი.

„გვეამაყება, რომ ჩვენთან თანამშრომლობით, საერთაშორისო ბრენდის პირველი გამორჩეული სასტუმრო გაიხსნა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე. ჯგუფთან როგორც პარტნიორული, ასევე მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს და მიმდინარე ეტაპზე კიდევ არაერთ მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტს ვახორციელებთ. ბაზისბანკს, როგორც ბიზნესის ერთ-ერთ უმსხვილეს მხარდამჭერს საქართველოში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით“, - ბაზისბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი, ჯაბა კასრაძე.

ბაზისბანკის და ibis Styles Batumi-ის პარტნიორობის ვიდეო ისტორია

(R)

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში