„საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობამ ქალაქ სოფიაში, ქართულ სანაოსნო კომპანია „საზღვაო ხაზი ე60“ და ბულგარეთის რკინიგზასთან შეხვედრა გამართა

„საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობამ, ქალაქ სოფიაში, ქართულ სანაოსნო კომპანია ,,საზღვაო ხაზი ე60” და ბულგარეთის რკინიგზასთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მხარეებს შორის, სარკინიგზო საბორნე მიმოსვლის განახლების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. საბორნე მიმოსვლის აღსადგენად, მოსამზადებელი სამუშაოები წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს.

„მხარეებმა, სარკინიგზო ბორანის გამართული ფუნქციონირების აღსადგენად, ურთიერთთანამშრომლობის ყველა პირობა შეათანხმეს. საბორნე მიმოსვლა საქართველოს პორტებსა და ბულგარეთის პორტ "ვარნას" შორის ქართული დროშის ქვეშ მცურავი სარკინიგზო ბორანი ,,აია”-თი უახლოეს მომავალში განახლდება.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის სარკინიგზო/საბორნე მიმოსვლა, შავი ზღვის გავლით ევროპასთან პირდაპირი სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

საქართველო და ბულგარეთის რკინიგზები, რეგულარულად განახორციელებენ ტვირთების ტრანსპორტირებას, სპეციალურად აღჭურვილი სარკინიგზო ბორნების მეშვეობით.

აღნიშნული მიმოსვლა ერთის მხრივ, დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას უზრუნველყოფს, რაც მნიშვნელოვანია შუა დერეფნის მარშრუტის ეფექტიანობის ამაღლების კუთხით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საბორნე გემების რეგულარული მიმოსვლა უახლოეს მომავალში აღნიშნულ მიმართულებაზე გადაზიდვების მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში