პრემიერი - დაფინანსებას არავის ვუზღუდავთ, შეუძლიათ ვიღაცებს, თუნდაც რევოლუციური სცენარები დააფინანსონ - მთავარია, დაფინანსება გამჭვირვალე იყოს, საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეს უცხოურ გავლენასთან დაკავშირებით

ჩვენ დაფინანსებას არავის ვუზღუდავთ, შეუძლიათ ვიღაცებს, თუნდაც რევოლუციური სცენარები დააფინანსონ, ჩვენს ქვეყანაში. მთავარია, რომ დაფინანსება გამჭვირვალე იყოს, რომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეს უცხოურ გავლენასთან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ შესახებ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ამისთვის მიიღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.

„არ მინდა, რომელიმე უცხოურ ორგანიზაციაზე ნეგატიური ფორმით ვისაუბრო, თუმცა ვიტყვი, რომ გამჭვირვალობა არის მთავარი. რა თქმა უნდა, ჩვენ დაფინანსებას არავის არ ვუზღუდავთ, შეუძლიათ ვიღაცებს, თუნდაც რევოლუციური სცენარები დააფინანსონ, ჩვენს ქვეყანაში. მთავარია, რომ დაფინანსება გამჭვირვალე იყოს, რომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეს უცხოურ გავლენასთან დაკავშირებით. სწორედ ამისთვის იქნა მიღებული კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“. გამჭვირვალობას, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს. არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ვიღაცამ გაუმჭვირვალედ სცადოს რევოლუციის მოწყობა და დაფინანსება, ეს სწორი პრაქტიკა არ არის. ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი იმ ფინანსებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოდის, ეს არის ჩვენთვის მთავარი და სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარი „დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) მოქმედებს ეხება. სტატიაში ნათქვამია, რომ NED-მა საქართველოში 21-ე საუკუნის დასაწყისში სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება დააფინანსა, რათა დემონსტრაციები მოეწყოთ.

„2024 წლის მაისში NED-მა გამოუცხადა მხარდაჭერა და წაახალისა საპროტესტო აქციები საქართველოში „უცხოური აგენტების კანონპროექტის“ წინააღმდეგ“, - ნათქვამია სტატიაში.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა